ფუნდამენტალური ტექნიკები(საბაზისო) და ფორმების მხატვრული გაფორმება(პრო)
კურსის ავტორი ნინო ერაძე
მე მჯერა, რომ სილამაზე იქმნება სითბოთი, ზრუნვით და გულით გაკეთებული საქმით. წლებია ვაწარმოებ შოკოლადს და ვიზუალურ დიზაინს, ვსწავლობ ახალ მეთოდებს და ჩემ ცოდნას ვუზიარებ ყველას, ვისაც სურს საკუთარი შესაძლებლობების აღმოჩენა. მე არ ვასწავლი უბრალოდ „როგორ შევქმნათ შოკოლადი“ — მე ვასწავლით პროცესს, სადაც ყოველი ნაბიჯი გასაგებად, მარტივად და პრაქტიკულადაა ახსნილი, რომ რეალური შედეგი პირველი ცდიდანვე მიიღოთ. •კურსის მიზანია, თქვენ შეძლოთ არა მხოლოდ მეთოდის შესწავლა, არამედ საკუთარი ხელწერის ჩამოყალიბება და აქციოთ სტაბილურ შემოსავლად.
კურსი წარმოადგენს უნიკალურ ონლაინ პროგრამას, რომელიც აერთიანებს, როგორც ფუნდამენტურ საბაზისო ტექნიკებს, ისე პრო დონის მხატვრულ მოხატვას. პროგრამა გაჯერებულია თეორიული, ვიზუალური მასალებით და პრაქტიკული მაგალითებით, რაც სწავლების პროცესს უფრო გასაგებს სტრუქტურულს და ხელმისაწვდომს ხდის
Click "Block Editor" to enter the edit mode. Use layers, shapes and customize adaptability. Everything is in your hands.
Tilda Publishing
create your own block from scratch
კურსის გავლის შემდეგ, თქვენ მოიპოვებთ უნარს, შექმნათ იდეალური და მაღალი ხარისხის ბონბონები, რომლებიც შეძლებენ მყიდველის აღტაცებას. კურსი იდეალურია მათთვისაც, ვინც ცდილობს გააუმჯობესოს საკუთარი პროდუქციის ესთეტიკური ხარისხი და შექმნას ექსკლუზიური კოლექციები. შთაბეჭდილება მოახდინოს საკუთარ აუდიტორიაზე და მიიპყროს ახალი კლიენტების ყურადღება.
კურსის სტრუქტურა და შინაარსი
1. 15 დეტალური მოდული საბაზისო ტექნიკიდან შედევრამდე 2. ვიდეო გაკვეთილები და პდფ ფაილები. თითოეულ მოდულში ეტაპობრივი ვიდეო და თეორიული მასალა 3. პრაქტიკა უყურე, ისწავლე, გაიმეორე და შემდეგ- შეიმუშავე საკუთარი სტილი
სწავლების ფორმატი
1 წელი წვდომა კურსზე
7/24 პლადფორმაზე წვდომა
თეორიული მასალა
პდფ ფაილები
ვიდეო გაკვეთილები
მაღალი ხარისხი. შედეგის გარანტია
3 თვის განმავლობაში უკუკავშირი
პედაგოგთან კონტაქტი. კითხვის დასმის შესაძლებლობა
ვისთვისაა განკუთვნილი კურსი
დამწყებთათვის
მათთვის--ვისაც შოკოლადის სამყარიში ნულოვანი ცოდნით შესვლა სურს
მეწარმეები
მათთვის--ვისაც სურს საკუთარი შოკოლადის ბრენდის შექმნა
პროფესიონალი კონდიტერები
პროფესიონალები--რომლებიც ეძებენ ახალ ტექნიკებს და თანამედროვე დეკორაციის მეთოდებს
ისინი--ვინც მიზნად ისახავს დამატებით შემოსავალს
ყველა--ვისაც სურს შემოსავლის მიღება სახლში პროფესიონალური შოკოლადის წარმოებით
მოდული1 ფორმების კლასიფიკაცია. სამუშაო სივრცის მომზადება. მოდული 2 შოკოლადის წარმოშობის ისტორია. შოკოლადის სახეობები. მოდული 3 საღებავის სახეები და თვისებები. კოლორისტიკა. ფერის თეორია. ფერის ბორბალი. მოდული 4 აეროგრაფი. კომპრესორი მოდული 5 შოკოლადის და კაკაოს კარაქის ტემპერირება. ტემპერატურული რეჟიმი და კორპუსიანი შოკოლადის შექმნის ალგორითმი მოდული 6 შოკოლადის შიგთავსი. ვადები. შენახვის პირობები. მოდული 7- მოდული15 პრაქტიკულუ გაკვეთილები. ყველა დიზაინი იხილეთ გალერეაში მოდული ბონუსი საჭირო მასალა და ინვენტარი კურსის წარმატებით გავლის შემდეგ გადმოგეცემათ სერტიფიკატი
ჩემს შესახებ ნინო ერაძე----არტ შოკოლადის კურსის ავტორი. სერთიფიცირებული ინსტრუქტორი.
საერთაშორისო გამოცდილებაზე დაფუძნებული ტექნიკები და სტრუქტურირებული სწავლების მეთოდები, რომლებიც გეხმარებათ შექმნათ მაღალი სტანდარტის შოკოლადის ნამუშევრები.
თითქმის 6 წელია ვმუშაობ შოკოლადის ხელოვნებაზე და ვსწავლობ თანამედროვე ტექნიკებს სხვადასხვა საერთაშორისო სკოლებსა და მასტერკლასებში — მათ შორის თურქეთი, რუსეთი და ბელგიაში, სადაც გავიარე შოკოლადის ხელოვნების სერტიფიცირებული პროგრამა. ჩემი გამოცდილება აერთიანებს როგორც კლასიკურ, ისე თანამედროვე მიდგომებს: პრაქტიკული ტემპერირება, ტექსტურების კონტროლი, ავტორიული დეკორები, ფორმებთან მუშაობა, ფერთა უსაფრთხო კომბინაციები და პროფესიული სტანდარტები, რომლებიც აუცილებელია მაღალი დონის შედეგისთვის. სწავლების პროცესში ვიყენებ მხოლოდ რეალურ ტექნიკებს — იმას, რაც წლების განმავლობაში დავხვეწე ჩემი საკუთარი ნამუშევრებითა და საერთაშორისო პრაქტიკით. ვასწავლი ნაბიჯ-ნაბიჯ, დეტალურად და იმ მეთოდებით, რომლებიც დასაწყისიდანვე იძლევა შედეგს. ჩემი მიზანია: შენს განვითარებას შევუქმნა პროფესიული საფუძველი, რომ შეძლო შექმნა ისეთი ნამუშევრები, რომლებიც ვიზუალურადაც და ტექნიკურადაც მაღალი დონისაა — როგორც დამწყების, ისე უკვე მომუშავე კონდიტერისთვის.
ხშირად დასმული კითხვები
კურსი განკუთვნილია როგორც დამწყებისთვის, ისევე მათთვის, ვინც უკვე ქმნის შოკოლადს და სურს არტ-ტექნიკების დაუფლება.
ისწავლით შოკოლადის სწორად ტემპერირებას, ფერებთან მუშაობას, თანამედროვე არტ-დეკორებს, ფორმების სწორად გამოყენებას და შეძლებთ შექმნათ მაღალი დონის, გაყიდვადი პროდუქტი
დასაწყისისთვის საჭიროა საბაზისო ინსტრუმენტები: თერმომეტრი, სპატულა, ხარისხიანი შოკოლადი. რთული ტექნიკა ან ძვირადღირებული მოწყობილობა არ არის საჭირო.
ფასი მოიცავს 15 მოდულს თეორიით და პრაქტიკით, ბონუს მოდულს. პერსონალურ რეკომენდაციებს და 1 წელი კურსზე წვდომას.
გადახდა შესაძლებელია საბანკო ბარათით, მობილური ბანკით ან სხვა მეთოდით, რომელსაც ვთავაზობთ საიტზე.
მოსწავლეების გამოხმაურება
ციცინო აბესაძე
კონდიტერი
„კურსმა გადააჭარბა ჩემს მოლოდინს — დეტალური ახსნა, პრაქტიკული გზამკვლევები და საოცარი შედეგი, მე როგორც კონდიტერს დამეხმარა ახალი იდეების განხორციელებაში და საკუთარი სტილის დახვეწაში
თამთა მჭედლიძე
დიასახლისი
ყველაზე მეტად ის მომეწონა, რომ ყველაფერს მარტივ ენაზე ხსნით. სახლში ჩვეულებრივი ინვენტარით შევძელი იდეალური შედეგის მიღება. აშკარად ღირსდა კურსის გავლა მადლობა
ნინო ჯაყელი
სტუდენტი
„სრულად დამწყები ვიყავი და მაინც შევძელი ისეთი დეკორების გაკეთება, როგორიც ადრე მეგონა მხოლოდ პროფესიონალებს შეეძლოთ. გაკვეთილები ძალიან გასაგებადაა ახსნილი და რაც შეეხება ტემპერირებას პირველად გავაკეთე ცხოვრებაში და გამომივიდა.“
კონტაქტები
დაგვიკავშირდით საჭიროების შემთხვევაში წერილით ან ზარით